Thursday, 30 April 2015
მე-7 დღის რეფლექსია
ძალიან საინტერესო დღე იყო, ვისწავლეთ პორთფოლიოს დრაივზე ატვირთვა .გავეცანით საავტორო უფლებებს, ინტერნეტ კავშირებს მსოფლიოსთან და ასევე ვებგვერდის სანდოობას.
Saturday, 25 April 2015
მეხუთე მოდულის შეფასება
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებია მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას,ვნახეთ შეფასების რუბლიკები.
Thursday, 23 April 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა საპრეზენტაციო პროგრამა pover poit-ის დახმარებით, გავიხსენეთ სლაიდების სტრუქტურა, სხვადასხვა ობიექტების ჩამატება- ჩასმა სლაიდში, სლაიდის ფონის შექმნა და ანიმაციური ეფექტები.მოკლედ, ძალიან სახალისო დღე გვქონდა დღეს. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს დათოს.
Saturday, 18 April 2015
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ მეორე მოდული ,ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე.
Saturday, 4 April 2015
Thursday, 2 April 2015
მეორე დღის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.ვთვლი, რომ ეს მოდული დამეხმარება ხელი შევუწყო მოსწავლეების მაღალი სააზროვნო უნარების, 21-ე საუკუნის უნარჩვევების განვითარებაში სასწავლო პროცესში. ამ მოდულში განვიხილეთ სასწავლო პროექტების გეგმის შაბლონი,გავეცანით შექმნილი პროექტების ნიმუშებს.შევიმუშავეთ სტანდარტები და კითხვის სწორად დასმის სტრატეგიები ჩვენი პროექტისათვის.
პირველი დღის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ვთვლი, რომ ეს მოდული ხელს შემიწყობს სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.
Subscribe to:
Posts (Atom)